Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აღმოსავლეთმცოდნეობის მეთორმეტე ახალგაზრდული კონფერენცია

2025 წლის 11-12 დეკემბერს გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მეთორმეტე ახალგაზრდული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობის მიღებაც შეუძლიათ სამივე სასწავლო საფეხურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს აღმოსავლეთმცოდნეობითი თემატიკის მოხსენებებით.

ხელმძღვანელის მიერ რედაქტირებული თეზისების გადმოგზავნა შეგიძლიათ 28 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.ejibadze@tsu.ge

მოხსენებათა თეზისები დაიბეჭდება.

საკონტაქტო პირი - ნინო ეჯიბაძე, 555 133 911. 

თარიღი: 15/10/2025